მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასები ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

5d7f4ca7f08ce
მიხეილ ხაჩიძე
16.09.19 14:00
3368

1990 წლის სპარსეთის ყურეში მიმდინარე სამხედრო დაპირირპსირებების შემდეგ, ნავთობზე ფასი ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა.


თითქმის უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საწვავზე ფასების რეკორდული მატება საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაფიქსირდა.


ორშაბათის ვაჭრობაზე ნავთობის ფასები სანამ შედარებით დასტაბილურდებოდა, 20 პროცენტით გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით, Brent ტიპის ნავთობის ფასი უკანასკნელი 4 თვის რეკორდულ ნიშნულზეა და მისი ღირებულება ბარელზე 71,95 აშშ დოლარია. რაც შეეხება, მეორე პოპულარული ტიპის ნავთობის ფასს, WTI–ის ტიპის საწვავი 63,34 დოლარად ივაჭრება.


როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ”გეოპოლიტიკური რისკების გამო, ნავთობის ღირებულება მომავალ დღეებშიც არასტაბილურად მაღალი იქნება. კლება და მატება ისევ მოსალოდნელია".


"თავდასხმები საფრთხეს უქმნის გლობალური ნავთობის მომარაგების ქსელებს. შეტევა არის ირანის კრიზისის უკიდურესად დრამატული ესკალაცია",  - აცხადებს მედიასთან საინვესტიციო ბანკ RBC Capital Markets- ის ექსპერტი ჰელიმა კროფტი.



შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში ორ უდიდეს ნავთობტერმინალზე ბოქიაქსა და ჰურაისში დრონების თავდასხმა 14 სექტემბერს დაფიქსრიდა; ამის შემდეგ კი, იქ ხანძრის ძლიერი კერები წარმოიქმნა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ კი, თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა.


ინციდენტის გამო, საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა.