მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასები ნავთობტერმინალებზე თავდასხმის შემდეგ

5d8095f7ee679
მიხეილ ხაჩიძე
17.09.19 15:24
1024

საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ნავთობზე სწრაფად გაზრდილი ფასები ეტაპობრივად სტაბილურდება. Bloomberg-ის ბაზაში ამ დროისთვის Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 68.97 ამერიკულ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება WTI Crude -ის ღირებულებას, მისი ფასი ამ ეტაპზე $62,35-ზე ფიქსირდება.

გუშინ კი, ორივე ტიპის ნავთობის ფასები რეკორდულად, 19%-ით იყო გაზრდილი. Brent ტიპის ნავთობის  ბარელზე 71,95 აშშ დოლარად ივაჭრებოდა.  მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების  მოულოდნელი მატება საუდის არაბეთის ორ უდიდეს ნავთობტერმინალზე განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა გამოიწვია, რომლის უკანაც იემენელი ჰუსიტები იდგნენ.

მომხდარი თავდასხმის გამო ნავთობის მსოფლიო წარმოების დაახლოებით ხუთი პროცენტი შემცირდა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, საკუთარი ნავთობის რეზერვების გამოყენების ბრძანება გასცა, რამაც ფასების დასტაბილურებას შეუწყო ხელი.