მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასები შედარებით დასტაბილურდა

5d7ba92bebbe8
BM.GE
13.09.19 18:35
970
კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, წინა სავაჭრო დღეების დიდი ზარალის შემდეგ ნავთობის ფასები შედარებით დასტაბილურდა.

Bloomberg -ის ბაზაში ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ამ დროისათვის 60,50 ამერიკული დოლარი ღირს, რაც წინა დღესთან შედარებით 12 ცენტით მეტია. რაც შეეხება მეორე პოპულარულ ნავთობის ტიპს, West Texas Intermediate-ს 19-ცენტიანი მატება უფიქსირდება და ბარელზე 55,28 დოლარით განისაზვრა.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ფასები ამ ეტაპისთვის წინა დღეების სავაჭრო პერიოდთან შედარებით და საკმაოდ დიდი ზარალის შემდეგ დასტაბილურებულია. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, Brent ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით 4 პროცენტით დაეცა, ხოლო West Texas Intermediate-ზე დაახლოებით 5- პროცენტიანი ვარდნა დაფიქისრდა.

ბაზრის მიმოხილველების ცნობით, ყოველკვირეული თვალსაზრისით, ნავთობის ფასები უკანასკნელ ორ თვეში, თითქმის ყველაზე უარესი ზარალისკენ მიდის.