26.სექტემბერი .2019 19:00

ნავთობის ფასები სტაბილურდება

views 243
უკან

ხუთშაბათის ვაჭრობისას ნავთობის ფასები დიდი მერყეობა არ დაფიქსირებულა. დასავლური გამოცემების ცნობით, ფასები შედარებით სტაბილურდება.


Bloomberg-ის ბაზაში, ამ დროისთის Brent ტიპის ნავთობის ფასი $62,33 ღირს, რაც წინა დღის ვაჭრობაზე 6 ცენტით ნაკლებია. მეორე პოპულარული ტიპის, West Texas Texas Intermediate- ის ნავთობის ღირებულება 11 ცენტით არის შემცირებული და $56,38 ფიქსირდება.


აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასებზე საუდის არაბეთის ნავთობ ტერმინალების სარემონტო სამუშაოები კვლავ დომინანტურ თემად რჩება. ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ნავთობკომპანიის "არამკოს" მიერ პრობლემის აღმოფხვრის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე პროგნოზირებდნენ.