მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასების შემცირება ორლესული მახვილია - კობა გვენეტაძე

5ece37bb730ed
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.20 14:22
1158
საქართველოს ეკონომიკისთვის ნავთობის ფასების გლობალურ ვარდნას ორი ძირითადი მიმართულებით აქვს გავლენა. აქედან პირველი არის ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა შემცირებული ფასების გამო ამ პროდუქტების ფასზე ეკონომიას იღებს, ხოლო მეორე მიმართულება არის ის, რომ მას აქვს გავლენა რეგიონის იმ ქვეყნებზე, რომლებიც ნავთობის მომპოვებლები არიან და მათგან საქართველოში სავალუტო ნაკადების მოცულობა მცირდება.

ამიტომაც, სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე ნავთობის ფასების ვარდნას ორლესულ მახვილს ადარებს.

“ნავთობის ფასის შოკი გვაქვს ქვეყანაში. როგორც წესი ნავთობის ფაების შემცირება საქართველოს ეკონომიკისათვის ორლესული მახვილია, რადგანაც ერთ შემთხვვეაში მცირდება იმპორტის ის ჯამური მოცულობა, რადგანაც ფასები კლებულობს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინვესტიციები და გადმორიცხვები იმ ქვეყნებიდან, სადაც ნავთობის სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ასევე შემცირდება ამ პერიოდში და ამასაც გავლენა აქვს და ესეც უნდა გავითვალისწინოთ,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობა 19%-ით შემცირდა და მან $171 მილიონი დოლარი შეადგინა.