მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასი 28 დოლარს ჩამოსცდა

569c8a8da10d6
BM.GE
18.01.16 10:38
1378
ირანისთვის სანქციების ოფიციალურად მოხსნის ფონზე ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს. ბოლო ვაჭრობის შედეგად, brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 2003 წლის მინიმუმამდე დაეცა და ბარელზე 27.67 დოლარი შეადგინა.
 
"ირანი მზად არის გაზარდოს ნავთობის ექსპორტი", - ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ამირ-ხოსეინ ამანინმა განაცხადა. ჩინეთი კვლავ რჩება ირანიდან ექსპორტირებული ნავთობის მთავარ მომხმარებლად განაცხადა მან. ირანული ნავთობის დიდი წილი სწორედ ჩინეთში იქნება გამოყენებული, რომელიც უმსხვილესი შემსყიდველი იყო სანქციები მოქმედებსი დროსაც. ევროკავშირმა და აშშ-მ სანქციები ირანს 16 იანვრის გადაწყვეტილებით მოუხნა.