მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასი 5 დოლარზეა – ბოლო 30 წლის რეკორდი

5e9ddc2051a27
თამთა ჯიჯავაძე
20.04.20 21:22
6257
ნავთობის ფასი დაახლოებით ბოლო 30-წლიან მინიმუმზეა. ბოლო მონაცემებით, ერთი ბარელი WTI–ის ტიპის ნავთობი $5.19 ღირს, რაც 71%-იან კლებაზე მიანიშნებს. ხოლო „ბრენტის“ ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 7,4%–ით შემცირდა და $26 შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ნავთობის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის დასაწყისში ნავთობის მსხვილი მწარმოებელი სახელმწიფოები და მათი პარტნიორები ყოველდღიურად მოპოვებული ნავთობის მოცულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ; მოგვიანებით, OPEC-ის წევრებმა შეთანხმება შეძლეს, მაგრამ ნავთობის ფასზე კორონავირუსის პანდემია აისახა და ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ე.წ შავი ოქროს ფასი დღეს დილიდან ეტაპობრივად ეცემოდა.