მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასი გლობალურად 31%-ით დაეცა - ერთი ბარელი $30 ღირს

5e65e8775fe76
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.20 11:00
3519
დღეს, გლობალურ ბირჟებზე სავაჭრო სესიის განახლების პირველივე წამებზე ნედლი ნავთობის ფასი 31%-ით დაეცა. ეს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში (1991 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის შემდგომ) ნავთობის ფასის ყველაზე მკვეთრი ერთდღიანი ცვლილებაა. 

ამჟამად, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი (WTI) $30.13-ს შეადგენს.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ნავთობექსპორტიორი ქვეყნების კავშირი (OPEC) კორონავირუსის მიერ ნავთობზე შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ, საკუთარი მოპოვების ეტაპობრივ შემცირებას განიხილავდა. ამ განხილვებში ჩართულები იყვნენ OPEC-ის არაწევრი ქვეყნებიც, მათ შორის რუსეთიც, რომლემაც OPEC-ის შეთანხმებაზე უარი თქვა და საკუთარი მოპოვება არ შეამცირდა. ვენაში პარასკევს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმების მიუღწევლობამ გლობალურ ბირჟებზე ნავთობის ფასის 10%-ით შემცირება გამოიწვია.

ამის შემდეგ, OPEC-ის უმსხვილესმა მოთამაშემ საუდის არაბეთმა ვითარების დამატებითი ესკალაცია მოახდინა და გლობალურ ბაზარზე საკუთარი წილის გასაზრდელად სარეალიზაციო ნედლი ნავთობის ფასი შეამცირა. 

ამის შედეგად კი, 9 მარტს მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი კიდევ 30%-ით შემცირდა. 

ფასების ვარდნის შედეგად, სავარაუდოდ, საუდის არაბეთი ნავთობის შედარებით ძვირადღირებული მწარმოებლებისთვის გეგმავს ფინანსური პრობლემების შექმნას, მათ შორისა,ა რუსეთის ფედერაცია და აშშ-ის ფიქლის ნავთობის ინდუსტრია.