26.აგვისტო .2019 20:10

ნავთობის ფასი ისევ დაეცა

views 236
უკან

სავაჭრო კვირა ნავთობის ფასების ვარდნით დაიწყო.

Bloomberg-ის ბაზაში, ორშაბათის მონაცემებით, Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე (159 ლიტრი) 58,76 ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც პარასკევის ვაჭრობაზე 58 ცენტით ნაკლებია, ხოლო რაც შეეხება მეორე პოპულარულ ნავთობის ტიპს, West Texas Intermediate-ის ფასმა 61 ცენტით დაიკლო და ბარელზე $53,56 განისაზღვრა.

როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ნავთობზე ფასების მერყეობა საერთაშორისო ბაზრებზე, შტატებისა და ჩინეთის სავაჭრო დავით არის განპირობებული. მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს დაძაბული ურთიერთობა აქციონერებსა და ინვესტორებში დისკომფორტს იწვევს, რაც ავტომატურად ინტერესის ვარდნასა და ფასების ცვლილებებს იწვევს.