27.სექტემბერი .2019 21:50

ნავთობის ფასი ისევ შემცირდა

views 285
უკან

სავაჭრო კვირის ბოლოს ნავთობის ფასები შედარებით ისევ დაეცა. Bloomberg-ის ბაზაში ამ დროისთვის, Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 61,81 აშშ დოლარია, რაც გუშინდელ მონაცემებზე 93 ცენტით ნაკლებია.

მეორე ტიპის პოპულარული, ამერიკული West Texas Texas Intermediate-ის (WTI) ღირებულება კი ბარელზე 63 ცენტით შემცირდა და 55,78 აშშ დოლარამდე დაეცა. ერთი კვირის წინ WTI ნავთობის ფასი 58 აშშ დოლარზე მეტი იყო.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში ნავთობის ტერმინალებზე მომხდარი ავიაიერიშის შემდეგ, დაზიანებული ტერიტორიის აღდგენითი სამუშაოები ჯერ არ მორჩენილა, თუმცა საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, სამუშაოები იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდები იყო.