20.აპრილი .2020 13:05

ნავთობის ფასი ისევ შემცირდა და ბოლო 21 წლის მინიმუმზეა

views 1382
უკან

ნავთობი კვლავ გაუფასურდა. როგორც CNN-ი წერს, ნავთობის ფიუჩერსის ფასი -  (დასავლეთ ტეხასური ნავთობის (WTI)) 15%-ით, ხოლო „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი 4%-ით შემცირდა.

20 აპრილს, ლონდონის ბირჟაზე დასავლეთ ტეხასური ბარელი ნავთობის ფასმა 15,92 დოლარი შეადგინა, ხოლო  "ბრენტის" ტიპის ბარელი ნავთობი 27 დოლარი ღირს.

ნავთობი რეკორდულად გაუფასურდა აზიურ ბირჟებზე. ბარელის ფასი 15 დოლარზე ნაკლები იყო. ეს ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასია.

შეგახსენებთ, რომ ნავთობის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის დასაწყისში ნავთობის მსხვილი მწარმოებელი სახელმწიფოები და მათი პარტნიორები ყოველდღიურად მოპოვებული ნავთობის მოცულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ; მოგვიანებით, OPEC-ის წევრებმა შეთანხმება შეძლეს, მაგრამ ნავთობის ფასზე კორონავირუსის პანდემია აისახა და ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა