ნავთობის ფასი ორშაბათის მონაცემებით, 0-ს ჩამოცდა და პირველად ისტორიაში ნეგატიური გახდა. რას ნიშნავს ეს? როგორც BBC წერს, ეს ნიშნავს იმას, რომ ნავთობის მწარმოებლები უხდიან მყიდველებს თანხას, რათა გაყიდონ ნავთობი და არ გადაიტვირთოს თავიანთი საცავები, რისი საფრთხეც მაისშია მოსალოდნელი.
„აშშ-ში საშინელი ვითარებაა. ჩაკეტილი ბაზრის გამო, ნათელია რომ ჩვენ რეალურ ზეწოლას განვიცდით მარაგების კუთხით, მოთხოვნაზე მნიშვნელოვანი კლების გამო. ვფიქრობ, ფასები კვლავ ასეთი ზეწოლის ქვეშ იქნება“, – განაცხადა ANZ-ის სტრატეგმა ენიე ჰაინსმა CNBC–ისთან საუბარში.
კორონავირუსის პანდემიის გამო, "შავ ოქროზე" მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა სერიოზულად დაცემულია. ეკონომიკა გაჩერებულია. ბიზნესები დაკეტილია. ქვეყნების უმრავლესობაში კარანტინია. ამ ყველაფერმა კი, ნავთობის გაყიდვების შემცირება გამოიწვია. გადაივსო მარაგები და ფასიც დაეცა. დღის ცალკეულ მონაკვეთში WTI ტიპის ბარელი ნავთობი მინუს $38–მდეც კი დაეცა. (ბოლო მონაცემებით, –32 დოლარია).
„მსოფლიო გაჩერებულია, ფაქტობრივად, მყიდველი არ ჰყავს ნავთობს, გადავსებულია ყველა საცავი, შეერთებული შტატებიდან დაწყებული, აბსოლუტურად - ყველგან. შესაბამისად, როდესაც მოთხოვნა არ არსებობს და ჭარბი მიწოდებაა ბაზარზე, ფასი დავარდა“, – აღნიშნა bm.ge-ისთან საუბარში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნავთობის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის დასაწყისში ნავთობის მსხვილი მწარმოებელი სახელმწიფოები და მათი პარტნიორები ყოველდღიურად მოპოვებული ნავთობის მოცულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. მოგვიანებით, OPEC-ის წევრებმა შეთანხმება შეძლეს, თუმცა ნავთობის ფასზე კორონავირუსის პანდემია აისახა და ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დაეცა.
ცნობისთვის, CNBC–ის მონაცემებით, საუდის არაბეთიდან ნავთობის აშშ–ში ტრანსპორტირება გაოთხმაგდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო. შედარებისთვის, ტრანსპორტირების მოცულობა თებერვალში დღიურად საშუალოდ 366,000 ბარელი იყო, მარტში - 829,540 ბარელი, ხოლო 1.46 მილიონი ბარელი აპრილის პირველ ორ კვირაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?