09.სექტემბერი .2019 18:50

ნავთობის ფასი შედარებით გაიზარდა

views 132
უკან

სავაჭრო კვირა მსოფლიოს ნავთობის ბაზარზე პოზიტიური სტარტით დაიწყო. გასულ კვირას ფასების ვარდნის შემდეგ, ორშაბათის მონაცემებით, ნავთობის ღირებულება მცირედით გაიზარდა.

Bloomberg-ის ბაზაში, Brent ტიპის ნავთობის საფასური 62,12 ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც პარასკევის ვაჭრობაზე 58 ცენტით მეტია, რაც შეეხება მეორე პოპულარულუ ნავთობის სახეობას, West Texas Intermediate (WTI) 60 ცენტით გაიზარდა და ბარელზე 57.12 აშშ დოლარი დაფიქსირდა.