მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასის ვარდნასთან გასამკლავებლად, საუდის არაბეთი გადასახადებს ზრდის

5eb91ec8bbaf1
ნათია თაქთაქიშვილი
11.05.20 22:00
1500
საუდის არაბეთი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა გადასახადებს სამჯერ გაზრდის, საზოგადოებრივი პროექტების დაფინანსება 26 მილიარდი დოლარით შემცირდება, ხოლო მოსახლეობისთვის საარსებო მინიმუმის ფინანსური დახმარება გაუქმდება. აღნიშნული ცვლილებების მიზანი COVID-19-თან და ნავთობის ფასების ვარდნასთან გამკლავებაა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„ჩვენ დღეს ისეთი კრიზისის წინაშე ვართ, როგორიც თანამედროვე მსოფლიოს არ უნახავს, ეს არის გაურკვევლობით მოცული კრიზისი. ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს მივიღეთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, არის აუცილებელი, რათა შევინარჩუნოთ ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობა“, – განაცხდა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, მოჰამენ ალ-ჯადაანმა.

გარდა ამისა, ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად დაზარალდა მსოფლიო მასშტაბით ნავთობის ფასის დაცემით. ამჟამად ერთი ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 30 აშშ დოლარს შეადგენს და მისი ღირებულება თითქმის განახევრებულია გასული წლის ბოლოსთან შედარებით.

მედია გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანამ წმინდა ქალაქების, მექასა და მედინას ჩაკეტვით ასევე დაკარგა შემოსავალი.

ბოლო მონაცემებით, საუდის არაბეთში COVID-19-ის 39 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 246 გარდაცვლილია.