"ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $47-ს გადააჭარბა. აღნიშნული ფასი ყველაზე მაღალია მარტის შემდეგ, როდესაც OPEC-მა მიიღო გადაწყვეტილება შეეზღუდა საწვავის წარმოების მოცულობა. WTI-ს ტიპის ნავთობის ფასმა კი $45-ს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, პანდემიის გამო, ნავთობზე მოთხოვნა დაეცა, რამაც გამოიწვია ე.წ შავ ოქროზე ფასის მკვეთრი ვარდნა. ამიტომაც ბარელზე $47-ზე მეტი გაზაფხულის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ბოლოდროინდელი პოზიტიური ამბები. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ვაქცინაზე მომუშავე რამდენიმე კომპანიამ განაცხადა, რომ მათი ვაქცინა ეფექტურია. კერძოდ, Moderna-მ ვაქცინის 94.5%-იანი ეფექტურობის შესახებ განაცხადა, Pfizer-მა და BioNTech-მა 95%-იანი ეფექტურობის შესახებ, ხოლო AstraZeneca-მ და ოქსფორდის უნივერსიტეტმა 70%-იანი ეფექტურობის შესახებ. ვაქცინაზე პოზიტიური ცნობები იმის მანიშნებელია, რომ მსოფლიო ნელ-ნელა დაუბრუნდება ძველ ცხოვრებას, დაიწყებს ეკონომიკები აღდგენას, აღდგება ტრანსპორტი, გადაადგილება, მოგზაურობა, რაც თავისთავად გაზრდის საწვავზე მოთხოვნას.
ანალიტიკოსები ნავთობზე ფასის ზრდის მეორე მიზეზად აზიაში მოხმარების ზრდას ასახელებენ. როგორც Bloomberg-ი წერს, აზიის ქვეყნების ეკონომიკები უფრო სწრაფ აღდგენას ახერხებენ, ვიდრე სხვები. ამასთან, ჩინეთში ავიარეისების აღდგენის პროცესი შეინიშნება, შესაბამისად იზრდება თვითმფრინავის საწვავზე მოთხოვნა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა