მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასმა ზრდა დაიწყო – რა ღირს "შავი ოქრო" ახლა?

5e9f4decf2c59
თამთა ჯიჯავაძე
21.04.20 23:44
2987
ნავთობის ფასმა ორშაბათის რეკორდული კლების შემდეგ, ზრდა დაიწყო. ამ დროისთვის, WTI-ის ტიპის ამერიკული ნავთობი ბარელზ 13.42 დოლარი ღირს. „ბრენტის“ ტიპის ნავთობ კი 20.02 დოლარი.

შეგახსენებთ, ორშაბათს WTI-ის ნავთობის ფასი ნეგატიური გახდა და მინუს 38 დოლარამდე დაეცა. შავი ოქროს ფასის ასეთი მკვეთრი დაცემის ერთ-ერთი მიზეზი ნავთობის საცავების გადავსება გახდა.

ნავთობის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის დასაწყისში მსხვილი მწარმოებელი სახელმწიფოები და მათი პარტნიორები ყოველდღიურად მოპოვებული ნავთობის მოცულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. მოგვიანებით, OPEC-ის წევრებმა და მისმა მოკავშირეებმა შეთანხმება შეძლეს, მაგრამ ნავთობის ფასზე კორონავირუსის პანდემია აისახა და ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა.