მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობისა და გაზის კორპორაცია ₾137-მილიონიან მოგებაზე გავიდა

6322e314a80b4
შოთა ტყეშელაშვილი
15.09.22 12:31
1077
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციამ (GOGC) 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის წმინდა მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა და მან 137.6 მილიონ ლარს მიაღწია. GOGC-ის 2020 წლის მოგება მხოლოდ 3.2 მილიონი ლარი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კორპორაციამ 1.11 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წელს არსებულ 997 მილიონს შეადგენდა.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის საკუთრებასაც მაგისტრალური გაზსადენების სისტემა, ასევე თბოსადგურები წარმოადგენს. კომპანია ასევე იღებს შემოსავალს ბაქო-სუფსას მილსადენის ოპერატორისგან. GOGC-ი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან, ასევე შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული კონტრაქტების მეშვეობით საქართველოში ბუნებრივი აირის უმთავრესი მომწოდებელია. თავად კორპორაცია სოციალურ სექტორზე (მოსახლეობაზე) ბუნებრივ აირს შესასყიდზე დაბალ ფასად ყიდის, რაც კომპანიას ათობით მილიონი ლარის სუბსიდია უჯდება.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს კორპორაციის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:

● ბუნებრივი აირის რეალიზაცია - 647 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 62 მლნ ლარი;
● ელექტროენერგიის რეალიზაცია - 370 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 37 მლნ ლარი;
● ბუნებრივი აირის მილსადენების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 44.5 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 1.5 მლნ;
● ბაქო-სუფსას მილსანდების ოპერირების საკომისიო შემოსავალი - 27.5 მლნ ლარი, მატება 1 მლნ;
● ნედლი ნავთობის რეალიზაციოა - 25 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 16 მლნ ლარი.

რაც შეეხება კორპორაციის ხარჯებს, მათ შორის პირველ ადგილზეა ბუნებრივი აირის შესყიდვის ხარჯი, რომელსაც კომპანია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას და შაჰ-დენიზის კონსორციუმს უხდის. 2021 წელს ეს ხარჯი 173 მილიონი ლარით გაიზარდა და 919 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 735 მილიონი ლარის ბუნებრივი აირი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო თბოსადგურებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის შესყიდვა 183 მილიონი ლარი დაჯდა.

კორპროაციამ მოსახლეობისთვის განკბუნებრივი აირი შესყიდულზე დაბალ ფასად გაყიდა, რადგანაც გაზის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 647 მილიონი ლარი იყო, ამ გაზის შესყიდვა კი 735 მილიონი დაჯდა. შესაბამისად, გაზის რეალიზაციით GOGC-იმ 88 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.

კორპორაცია სოციალური სეგმენტისთვის გაზის მიწოდებას 2013 წლიდან საკუთარი ხარჯებით ასუბსიდირებს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კორპორაციის აქტივების მოცულობა 1.9 მილიარდი ლარია, მისი ვალდებულებები კი 855 მილიონ ლარს შეადგენს.