მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობისა და გაზის კორპორაცია 2020 წელს €300 მლნ-ის ევროობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

5dcd7282759b5
შოთა ტყეშელაშვილი
14.11.19 19:55
1219
საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია გაზისა და ნავთობის კორპორაცია 2020 წელს ევროობლიგაციების რეფინანსირებას გეგმავს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან, კორპორაციის ფინანსურმა დირექტორმა ომარ ობგაიძემ განაცხადა, რომ კომპანიის მიერ ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება სავარაუდოდ, მომდევნო წლის დასაწყისში მოხდენა. 

აღნიშნული თანხით 2016 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების (250 მილიონი დოლარი) რეფინანსირება მოხდება, დარჩენილი თანხა კი (70-80 მილიონი დოლარი) გარდაბანში ახალი, რიგით მესამე თბოელექტროსადგურის მშენებლობას მოხმარდება. 

ოგბაიძის ინფორმაციით, 2012 და 2016 წელს კორპორაციამ ობლიგაციები აშშ დოლარში გამოუშვა, ახლა კი ემისია ევროში გადაწყდა. 

"შედეგად, ჩვენი საპროცენტო ხარჯები შემცირდება", – აღნიშნა კორპორაციის ფინანსურმა დირექტორმა. 

ოგბაიძის განმარტებით, შედარებით შეღავათიანი პირობები კორპორაციის საკრედიტო რეიტინგის გაზრდასაც უკავშირდება.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის კონსოლიდირებული აქტივების ღირებულება 1,69 მილიარდ ლარს შეადგენს. გასულ წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 642.6 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 161.4 მილიონი ლარი იყო.