ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წელს ნავთობის ფასი არაერთგვაროვნად იცვლებოდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წლის დასაწყისში არსებული მაღალი ფასები შემდეგ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც პირდაპირ კავშირში იყო COVID-19-ის პანდემიასთან, ვინაიდან მსოფლიოში ნავთობის ყოველდღიური მოხმარება შემცირდა სხვადასხვა კომპეტენტური შეფასებებით საშუალოდ 12-14 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში.
"მას შემდეგ, რაც „ოპეკი +“-მა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით (მაისის თვიდან 9,7 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში) და ამავდროულად დაიწყო მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი, ქვეყნების მიერ საყოველთაო კარანტინის მოხსნა, საჰაერო, სახმელეთო სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა, სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა. ამან თავისთავად გამოიწვია ნავთობზე მოთხოვნილების მატება. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს ნავთობის ფასის ზრდას.
კერძოდ, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში პანდემიის გააქტიურების დაწყებისთანავე ნავთობის ფასმა კლება დაიწყო. მაისის თვის შუა რიცხვებამდე ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე იდგა და უკვე ამის შემდეგ იწყებს ის მატებას. დღეისათვის ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შეადგენს 45,86 დოლარს/ბარელზე, რაც საშუალოდ 80%-ით მეტია პანდემიის პერიოდის საშუალო ფასთან შედარებით.
რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, იმ პერიოდში, როდესაც ფიქსირდებოდა საერთაშორისო ფასების კლება ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platt’s-ის მიხედვით, პარალელურად მცირდებოდა ფასები საქართველოს საცალო ქსელში, ჯამში საშუალოდ 80 თეთრით/ლიტრაზე. თუმცა ივლისის თვიდან საწვავის ფასმა ზრდა დაიწყო და გაზრდილია არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საშუალოდ 35-40 თეთრით/ლიტრაზე, ხოლო ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე - 20 თეთრით/ლიტრაზე.
დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,99-2,07 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,06-2,17 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,09-2,19 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 2,02-2,12 ლარი/ლიტრაზე", – წერია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი