მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნავთობტერმინალზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია " - მერკელი, მაკრონი, ჯონსონი

5d89d3cedb729
მიხეილ ხაჩიძე
24.09.19 21:40
731

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანს, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც დააკისრეს.



ანგელა მერკელმა, ემანუელ მაკრონმა და ბორის ჯონსონმა შესაბამისი ერთობლივი განცხადება, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატში შეხვედრისას გაავრცელეს.



”ჩვენთვის ნათელია, რომ ირანს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ეკისრება, სხვა დამაჯერებელი ახსნა არ არსებობს", - ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტში, რომელსაც სამი ლიდერის სახელზე უცხოური მედია ავრცელებს.




შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის აღმოსავლეთით, ორ უდიდეს ნავთობტერმინალზე ბოქიაქსა და ჰურაისში დრონებით თავდასხმა გასულ კვირას მოხდა. ავია იერიშმა ადგილზე ძლიერი ხანძრის კერები გამოიწვია. შემთხვევის გამო, საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა. შედეგად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა დაფიქსირდა. როგორც ცნობილია, უკვე ამ დროისათვის, საუდის არაბეთი პრობლემის მოგარებაზე მუშაობს და ტერმინალების რულიად უახლოეს მომავალში აღდგება.



აღსანიშნავია, რომ იერიშზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს.