05.აპრილი .2021 22:20

NBA აფროამერიკელი საზოგადოების მხარდასაჭერად $3 მლნ-ის გრანტს გამოყოფს

NBA აფროამერიკელი საზოგადოების მხარდასაჭერად $3 მლნ-ის გრანტს გამოყოფს
views 1011
უკან

აშშ-ს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია NBA-ი აფროამერიკელი საზოგადოების მხარდასაჭერად $3 მილიონის გრანტს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული გრანტი იმ პროექტის ნაწილია, რომელიც აფროამერიკელი მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. აღნიშნული თანხა მათთვის სამუშაო ადგილების შექმნასა და კარიერულ წინსვლის შესაძლებლობებზე დაიხარჯება.

CNBC-ი იუწყება, რომ აღნიშნული თანხა ამ ეტაპზე ცხრამდე ორგანიზაციას მოხმარდება, მათ შორისაა: New Heights Youth-ი, City Year-ი, Road to Hire-ი, Big Brothers Big Sisters of Miami და Memphis-based CodeCrew-ი.

აღსანიშნავია, რომ ფონდი გასულ წელს NBA-ის ინიციატივით შეიქმა, რომელიც მიზნად აფროამერიკელი მოსახლეობის დახმარებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში ისახავს. ფონდში NBA-ის 30-მდე კლუბია გაერთიანებული. აღნიშნული მიმართულებით წელიწადში დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება.