აშშ-ის ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) სუვერენულ საინვესტიციო და საპენსიო ფონდებს საკალათბურთო გუნდებში ინვესტირების უფლება მისცა.
ახალი კანონმდებლობით, კერძო საინვესტიციო ფონდებს თითოეული საკალათბურთო გუნდის 20%-ის შეძენის უფლება მიეცათ. საერთო საინვესტიციო ლიმიტად კი 30% განისაზღვრა, რაც იმას გულისხმობს, რომ NBA-ს ლიგაში წარმოდგენილ გუნდებს კერძო თუ საპენსიო ფონდებზე მაქსიმუმ 30%-იანი წილის გასხვისების უფლება ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ კლუბებში ინვესტირების თითოეულ შემთხვევას NBA დამოუკიდებლად განიხილავს და ის სფეროში მარეგულირებლის როლს შეასრულებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ფონდებს არ ექნებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩარევისა და მენეჯმენტის შეცვლის უფლება, რათა თავიდან იქნეს არიდებული მოწინააღმდეგე გუნდების მოსყიდვის და სპორტში არასამართლიანი კონკურენციის განვითარების რისკები.
საკალათბურთო და სხვა სახის სპორტული კლუბები ფონდებისთვის ინვესტირების ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც ნაკლებადაა დამოკიდებული საფონდო ბირჟაზე და შეიცავს ვოლატილობის შედარებით დაბალ რისკებს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო