მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NBC: კაპიტოლიუმთან ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალება იპოვეს

5ff6273153006
BM.GE
07.01.21 01:02
1004
დაახლოებით ერთი საათის წინ აშშ-ის კაპიტოლიუმში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, როდესაც შენობის გარეთ მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი სენატის ფრთაში შეიჭრა და მცირე დროით სენატის სხდომათა დარბაზიც დაიკავა. ვითარება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირების განხილვის დროს დაიძაბა. NBC-ის ინფორმაციით, კაპიტოლიუმის გარეთ სამართალდამცავებმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალება იპოვეს, ხოლო სენატის ფრთაში კი შეჭრილი პირების წინააღმდეგ პოლიციამ იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრთა ნაწილობრივი ევაკუაცია განხორციელდა.

კაპიტოლიუმის გარეთ საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები დაგმო და კაპიტოლოიუმში მომხდარი არეულობა სწორედ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს დაუკავშირა.