მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

62c7f2f8a65ab
გიორგი თოლორდავა
08.07.22 13:02
1914
იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე გარდაიცვალა. 67 წლის პოლიტიკოსს დღეს ქალაქ ნარაში სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ტყვია ესროლეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, შემთხვევის ადგილიდან კი ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც, სავარაუდოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ესროლეს. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

სინძო აბე იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. ქალაქ ნარაში ის წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად და ამომრჩევლებთან შესახვედრად იყო ჩასული.