მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის უწყება რუსთავში 21 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

5f96f41fee64e
BM.GE
26.10.20 20:07
2119
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ, ქ.რუსთავში 21 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს და მწუხარება გამოვთქვა აღნიშნულის გამო. აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული. 3 ოქტომბერს ის მოთავსდა საკარანტინო სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო. საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდგომ, მოხდა მისი „პისიარ“ ტესტირება და მას დაუდგინდა კოვიდინფექცია. შემდგომში, საკარანტინო სასტუმრო სივრცეში გაგრძელდა ექიმის მიერ პირის მეთვალყურეობა და პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, 25 ოქტომბერს მოხდა მისი გაწერა. შესაბამისად, მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა ცალსახად, რომ აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გარდაცვლილის პროტოკოლის შესაბამისად“, - განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბინაზე გაწერამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის მიერ იყო შეფასებული და მას არ აღენიშნებოდა რაიმე სახის ჩივილი.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, 21 წლის მამაკაცთან დაკავშირებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახების დაფიქსირებისთანავე, სასწრაფოს ეკიპაჟი მყისიერად გაემართა შემთხვევის ადგილისკენ, თუმცა მამაკაცი მათ უკვე გარდაცვლილი დახვდათ საცხოვრებელი სახლის ეზოს მიმდებარედ.

ამირან გოგიტიძის თქმით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად გულის უეცარი გაჩერება მიიჩნევა, თუმცა აღნიშნულის შესახებ ჩატარდება დამატებითი მოკვლევა.