მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია სამშენებლო კომპანიებს k2–ს დავალიანების ეტაპობრივ გადახდას სთავაზობს – "მშენებლობები უნდა განახლდეს"

6242b72069b6f
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.22 11:40
937
თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებს K-2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდას ეტაპობრივად სთავაზობს. საუბარია 2019 წლამდე გაცემულ ნებართვებზე. დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადებულია.

მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ იმისთვის იქნა მიღებული, რომ დედაქალაქში დაუმთავრებელი მშენებლობები კვლავ არ გაჩნდეს.

„დღეს მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს და გავაცნო ჩვენი ინიციატივა K-2-ის მოსაკრებლის განწილვადებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში. 2019 წლიდან ჩვენ K-2-ის შესყიდვა და მისი გადამეტებით მშენებლობების განხორციელება ავკრძალეთ, ეს შეეხება 2019 წლამდე გაცემულ მშენებლობის ნებართვებს, რომლებსაც ეს კოეფიციენტი აქვთ შესყიდული.

რიგი კომპანიები ვერ ახერხებენ ამ მოსაკრებლის გადახდას და ამის გამო მშენებლობები გაჩერებულია, ეს მრავალმილიონიანი დავალიანებებია მუნიციპალიტეტის მიმართ. სამშენებლო კომპანიებთან არაერთი შეხვედრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება K-2-ის მოსაკრებლის განწილვადების შესახებ, რაც ვფიქრობთ, დაეხმარება ამ კომპანიებს, რომ მშენებლობა მომდევნო წლების განმავლობაში პრობლემების გარეშე განახორციელონ.

საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილია პარლამენტში და უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორისთვის რადგან ის მშენებლობები რომელიც მათ აქვთ დაწყებული ბოლომდე იყოს მიყვანილი და ჩვენ არ შეგვექმნას კიდევ დამატებითი პრობლემები, როგორიც იყო სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტი, სვეტი და ა.შ.“ - განაცხადა კალაძემ.