მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NCDC აცრებზე რეგისტრაციის შეფერხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

609c1d1d7d9b0
BM.GE
12.05.21 22:20
1984
აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც NCDC-ის განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ ისინი "სინოფარმის" ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაციას ვერ გადიან. მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს, 20:00 საათზე დაიწყო.

როგორც ცნობილია, ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება 12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ "სინოფარმის" ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ ვაქცინის მეორე დოზით აცრის თარიღი დაჯავშნონ პირველი დოზით აცრიდან 22-ე - 28-ე დღის ინტერვალში, ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება 20 მაისის 20.00 საათიდან.