05.მაისი .2020 20:02

NCDC-ის რეკომენდაციაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ პირბადე ვატაროთ

views 354
უკან

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, რეკომენდებული იქნება, მგზავრმა პირბადე გამოიყენოს”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ამირან გამყრელიძესთან ერთობლივ facebook-პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღესდღეობით, პირბადის და ნიღბის გამოყენება განიხილება, როგორც კარგი პრევენციის საშუალება და ალბათ ერთადერთიც საზოგადოებრივი თავშეყრისას ან ისეთ სივრცეებში მოხვედრისას, სადაც ბევრი ადამიანის ერთდროული ყოფნა გამოწვეულია ამა თუ იმ ფაქტორით ერთ სივრცეში, როგორიც არის: მაღაზიები, აფთიაქები... ყველგან რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება და ნიღაბი უნდა გამოიყენოს ყველამ მიუხედავად იმისა, ის რამდენად ჯანმრთელად გრძნობს თავს.

დღეისთვის აღიარებულია ასე, რომ თუ დაავადებული ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის დაახლოებით 50-70%-მდე შეამცირებს რისკს, რომ გადასდოს თავისი დაავადება ჯანმრთელ ადამიანს და ეს შეეხება არა მარტო კორონავირუსს, სხვა რესპირაციულ ვირუსებსაც. იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის გარკვეულწილად შეიმცირებს რისკს, რომ მის ლორწოვან გარსებზე ცხვირსა და პირზე მოხვდეს ვირუსი, ხოლო თუ ორივე გამოიყენებს, ეს რისკი იქნება მინიმალურად შემცირებული. შესაბამისად, რეკომენდებულია დღესდღეობით, რომ ყველამ დახურულ სივრცეში გამოიყენოს ნიღაბი განსაკუთრებით ახლო ურთიერთობების დროს, ეს გულისხმობს 1 მეტრზე ახლო ურთიერთობას, საუბარს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ დაავადების გავრცელება შენარჩუნდა მომდევნო პერიოდზე მაშინაც კი, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, რეკომენდებული უნდა დარჩეს მგზავრების მიერ სატრანსპორტო სივრცეში ნიღბის გამოყენება, რაც შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს“, - განაცხადა ზახაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა