მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NCDC-მ COVAX-პლატფორმას დღეს $575 000 დოლარი გადაურიცხა - ამირან გამყრელიძე

603dfde460ce9
ინგა მურუსიძე
02.03.21 13:18
769
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კოვაქს-პლატფორმაზე NCDC-მ 575 000 დოლარი გადარიცხა.

მისივე განმარტებით, NCDC შესყიდვებს აწარმოებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის დახმარებით. „დარწმუნებული იყავით, რომ კოვაქს-პლატფორმიდან ვაქცინის პირველი პარტია შემოვა ამ თვეში და დიდი ალბათობით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყება ვაქცინაცია ქვეყანაში. UNICEF-ისთვის ფული გადარიცხულია და ვაქცინა შემოვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველომ კოვაქს-პლატფორმიდან, ასევე, მიიღო შეთავაზება ახალი ამერიკული „ნოვავაქსის“ ვაქცინის მიღებაზეც.

„ასევე მივიღეთ დღეს შემოთავაზება, რომ, დაახლოებით, ორ თვეში კოვაქს-პლატფორმაზე განთავსდება ახალი ამერიკული, „ნოვავაქსის“ ვაქცინა. გარდა „კოვაქსისა“, „ნოვავაქსის“ მწარმოებელთან, პარალელური რეჟიმით და ბილატერალური გზით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ამ მეორე, საკმაოდ ინოვაციურ ახალ ვაქცინასაც ალბათ მივიღებთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის: "კოვაქსს" საქართველომ 4 მილიონი დოლარი რამდენიმე თვის წინ გადაურიცხა.