10.სექტემბერი .2020 14:57

NCDC მშობლებსა და მასწავლებლებს რეკომენდაციებით მიმართავს

views 455
უკან

„განსაკუთრებით ახლა, ერთი კვირის შემდეგ, როდესაც სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მობილობა გაიზრდება ქვეყანაში, მივმართავ მშობლებს, სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სიმპტომები ექნებათ, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით და მეთვალყურეობით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანელებს მივმართავ, იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში დაშვებული არ იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და ლექტორებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მთავარი რეკომენდაცია ლექტორებისა და სტუდენტების მიერ პირდბადეების ტარებაა.

„ამავე დროს, ზოგადი რეკომენდაციებია, რომ ყოველდღიურად უნდა მუშავდებოდეს და სველი წესით ლაგდებოდეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ტარდებოდეს პერიოდული დეზინფექცია, ხდებოდეს დისტანციის დაცვა სწავლების პროცესში. სადაც შეიძლება დისტანციური სწავლებით ჩანაცვლება, ჰიბრიდული მოდელის უფრო ფართოდ გამოყენება აუცილებელია, რომ თავი დავიზღვიოთ დიდი მობილობის პროცესში, როდესაც ერთად 120-130 სტუდენტი წავა უმაღლეს სასწავლებელში და 3-ჯერ მეტი მოსწავლე წავა სკოლებში, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების ინტენსიფიკაცია ქვეყანაში“, - განმარტა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა