მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NCDC: საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა

604a4f99325be
თამთა ჯიჯავაძე
11.03.21 23:05
894
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა, რამაც შესაძლოა კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, „ჩვენ ვიყავით თითქმის 75%-ზე ასული და შემდეგ 66%-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით, ეს არის 43%, რაც ძალიან ცუდია“.

NCDC მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შიშობენ, რომ ეპიდვითრება გაუარესდება.

„პირბადის ტარება კვლავ აუცილებელია დახურულ და ღია სივრცეში ყოფნისას, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას. პირბადე სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს, დაფიქსირებული უნდა იყოს ნიკაპსა და ცხვირზე“, - წერს NCDC.