მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NCDC-ში WHO-ს ,,ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება

60864305a9c8c
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.21 08:45
536
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) წელს 26 აპრილი – 2 მაისს პერიოდში ევროპის იმუნიზაციის მეთექვსმეტე კვირეულს (EIW) აღნიშნავს.

დაავადებათა კონროლის ეროვნული ცენტის ინფორმაციით, დღეს, 12:00 საათზე NCDC-ში ,,ევროპის იმუნიზაციის კვირეულის“ ფარგლებში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც სლოგანით - ვაქცინაცია გვაახლოვებს მიმდინარეობს!

ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები დაესწრებიან.

„კვირეულის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება რუტინული ვაქცინაციის წვლილზე ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად. ასევე, აქცენტი გაკეთდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საშუალებაზე.

• ვაქცინაციით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ისეთი დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვთა სიკვდილი ან შეუქცევადი უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მის მომავალზე.
• COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი პანდემიის დასრულების ეფექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებაა. არავინ არის დაცული, სანამ ყველა არ იქნება დაცული. თქვენც შემოგვიერთდით.

თუ COVID-19-ის პანდემიის გამო, უგულვებელვყოფთ/დავივიწყებთ რუტინულ იმუნიზაციას, მიღებული შედეგები პანდემიის დასრულების შემდგომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეგვიქმნის პრობლემებს.

ვაქცინაცია დაასრულებს პანდემიას!

ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა!“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ცნობისთვის: საქართველო იმუნიზაციის კვირეულში აქტიურად 2007 წლიდან მონაწილეობს. NCDC-ში აღნიშნავენ, რომ საქართველო წელსაც ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნებს ტრადიციულად, უერთდება და კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას თუ რა მნიშვნელობა ენიჭება იმუნიზაციას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.