მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NCDC: „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე 20 987 ადამიანი დარეგისტრირდა, აცრილია - 2 278

6092b244060b4
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.21 20:00
659
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell- სინოფარმი) ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 5 -24 მაისის პერიოდისთვის უკვე 20 987 მოქალაქე დარეგისტრირდა.

ცენტრში აღნიშნავენ, რომ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 4 მაისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს „სინოფარმი“ დაემატა. 4-5 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინით კი სულ 2 278 მოქალაქე აიცრა.

„ამ ეტაპზე COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell-სინოფარმი) ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 77 დაწესებულებაში, 80 ამცრელი ბრიგადით მიმდინარეობს და აცრის წერტილების ეტაპობრივი გაფართოება იგეგმება.

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (მწარმოებლები: ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით წარმეობს“, - აცხადებენ დაავდებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ: „თქვენც შემოგვიერთდით. ვაქცინაცია დაასრულებს პანდემიას!“