მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NCDC: თუკი ვაქცინაციის ბანერის სხვა შინაარსის პლატაკით ჩანაცვლება სიმართლეა, ჩვენ ამ ფაქტს ვგმობთ

61463f5eef0d8
BM.GE
18.09.21 23:28
1146
NCDC ვაქცინაციის ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, თუკი სიმართლეს შეესაბამება ინფორმაცია, რომ ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერი ჩანაცვლდა სხვა შინაარსის ბანერით, მაშინ, აღნიშნულ ფაქტს NCDC გმობს.

"მასმედიის საშუალებებით დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა პოლიტიკური შინაარსის ბანერების განთავსება და ეს ფაქტი ზოგიერთმა საინფორმაციო არხმა დაუკავშირა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ზოგადად ვაქცინაციის და კერძოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთერთი მთავარი მხარდამჭერი და განმახორციელებელი ქვეყანაში; ცენტრი მუდმივად მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ კოვიდპანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე.

თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს,"- ნათქვამია განცხადებაში.

ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ, ქვეყანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით მაინც აცრილია 940,424 ადამიანი, ხოლო 689,424 ადამიანი კი ორჯერადად, ანუ სრულად ვაქცინირებულია.