მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NCDC ვაქცინებზე თავისუფალი ადგილების სტატისტიკას აქვეყნებს

6102c4328f90b
BM.GE
29.07.21 19:05
2767
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 17:00 საათის მდგომარეობით ვაქცინებზე თავისუფალი ადგილების სტატისტიკას აქვეყნებს.

NCDC-ის ინფორმაციით, აღნიშნული პერიოდისთვის თავისუფალია ასტრაზენეკას ვაქცინაზე 18 305 ადგილი, ფაიზერზე - 8 268 ადგილი, სინოვაკზე - 86 504, ხოლო სინოფარმზე 102 140 ადგილი.


შეგახსენებთ, ამ დროისთვის მოქალაქეებისთვის 4 დასახელების ვაქცინაა ხელმისაწვდომი:

Oxford/AstraZeneca (ასტრაზენეკა)
Pfizer-BioNTech (პფაიზერი)
Sinovac. CoronaVac -Vero Cell, Inactivated (სინოვაკი)
Sinopharm SARS-CoV-2 Vaccine (Vero Cell) (სინოფარმი)

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად უნდა ეწვიოთ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკოთ ნომერზე 1522 ან 144-3.