14.მარტი .2020 12:41

NCDC ვირტუალურ კომუნიკაციაზე გადადის - პაატა იმნაძე

views 4362
უკან

ჩვენ ცოტა ხანში გადავალთ, ისევე როგორც ბევრი ორგანიზაცია, მხოლოდ ვირტუალურ კომუნიკაციაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავად მოუწოდებს მოსახლეობას თავი აარიდოს თავყრილობებს და ეს რეკომენდაცია თვითონაც უნდა გაითვალისწინოს.

„ჩვენ ცოტა ხანში გადავალთ, ისევე როგორც ბევრი ორგანიზაცია, მხოლოდ ვირტუალურ კომუნიკაციაზე. ეს რეჟიმი უკვე დაინერგა. როდესაც იქნება რაიმე მედიისთვის გასაჟღერებელი, მხოლოდ ვირტუალურად გავაცნობთ და მოსახლეობას ექნება ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაცია, ოღონდ ვირტუალურად.

ეს იქნება ერთ-ერთი უსაფრთხოების ზომა. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ბევრი ადამიანები არ შეიკრიბოს ერთად და ჩვენთან ინტერვიუზე და ბრიფინგზე რომ მოდის 30 ტელეკომპანია ერთად, გამოდის რომ 70 კაცს ვკრიბავთ. რომ ვამბობთ ქელეხებს და ქორწილებს თავი დავანებოთო, რა განსხვავებაა 100 ჟურნალისტი თუ ერთად შეიკრიბება“, - განმარტა იმნაძემ.

მან ბოდიში მოუხადა ყველას, ვისაც ვერ პასუხობს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებზე.

„ჟურნალისტებს ნუ გეწყინებათ, უბრალოდ ჩემი ტელეფონი არ ჩერდება,არასდროს უარი არ მითქვია ინტერვიუზე, ფიზიკურად არ შემიძლია ახლა, უნდა ვიმუშავო კიდევაც. ამიტომ ბოდიშს ვუხდი ყველას, მეგობრებსაც მათ შორის, მესიჯებსაც ვერ ვპასუხობ“, - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა