მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, მოსახლეობის 64% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

5e200201046c8
ინგა მურუსიძე
16.01.20 10:27
913
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა, 64% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

კითხვაზე - როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, ნოემბერში გამოკითხულთა 30% დადებითად აფასებს, ხოლო 5% ამბობს, რომ არ იცის.

აღსანიშნავია, რომ მონაცემები აპრილთან და ივლისთან შედარებით გაუარესებულია.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.  ცდომილების საშუალო ზღვარი +/-1.9%-ია.