მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: covid-19 ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად რესპოდენტების 7%-ს მიაჩნია

5f5f19ab7a5b6
ინგა მურუსიძე
14.09.20 11:25
675
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“(NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას (56%) ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად წამლების ფასი მიაჩნია.

გარდა ამისა, მოსახლეობის 29% ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად ექიმთან ვიზიტების საფასურს ასახელებს, 17% - საავადმყოფოებისა და სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობას, 15% - ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობას, 8% - წამლების დაბალ ხარისხს, 7% - კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს, 5% - ბიუროკრატიას ჯანდაცვის სისტემაში, ხოლო 3% -  ცუდ ინფრასტრუქტურას და აღჭურვილობას. გამოკითხულთა 12% კი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები არ არის.

სატელეფონო გამოკითხვის შედეგად, ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. გამოკითხულია 2,045 მოქალაქე, საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.3%-ია.