მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: გამოკითხული მოსახლეობის 64% არ ამბობს, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე

5f5f32fce212e
ინგა მურუსიძე
14.09.20 16:57
826
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის (NDI) თანახმად, მოსახლეობის 64% არ ამბობს, თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებზე.

კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ არ იცის; 24% კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს ამბობს, 17% პარტია „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 9% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 5% კი სასურველ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს. 

გარდა ამისა, გამოკითხულ რესპოდენტთა 59% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემდა ხმას იმ შემთხვევაში, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. 36% კი ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს.

კვლევის ავტორების შეფასებით, ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

კვლევის საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, სატელეფონო ინტერვიუს სახით გამოკითხულია 2,045 მოქალაქე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.3%-ია.