17.სექტემბერი .2019 14:25

NDI: გამოკითხულთა 17% დანაზოგს "შავი დღისთვის" შეინახავდა

views 246
უკან

NDI-მ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 88% დანაზოგი არ აქვს, ხოლო 10% აქვს.

კითხვაზე, ყოველთვიურად დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობა რომ გქონდეთ სად შეინახავდით ფულს? 45% პასუხობს, რომ ფულს ბანკებში და სხვა ფინანსურ დაწესებულებაში შეინახავდა.

გამოკითხულთა 43% შესაძლებლობა რომ ჰქონდეს დანაზოგს ლარში შეინახავდა, 38% დოლარში, 9% ევროში, ხოლო 1% სხვა ვალუტაში. გამოკითხულთა 31% დანაზოგს უძრავი ქონების შესაძენად შეინახავდა, 27% განათლებისთვის, 19% საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის, ხოლო 17% "შავი დღისთვის".

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-29 ივლისს ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 2,131 დასრულებული ინტერვიუ (41% გამოპასუხება) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.