მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: გამოკითხულთა 35% პრემიერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

61f252c781649
მარიამ ვარადაშვილი
27.01.22 12:11
832
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას გამოკითხულთა 35% უარყოფითად აფასებს.

კერძოდ, კითხვაზე - შეაფასონ ინსტიტუტების საქმიანობა, გამოკითხულთა 35% ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას ცუდად აფასებს, 27%-ს საშუალოდ მიაჩნია მისი საქმიანობა. პრემიერის საქმიანობას დადებით შეფასებას 27% აძლევს. 10%-ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, ხოლო 2%-მა კითხვას არ უპასუხა. 

კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა; საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ.