მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: გამოკითხულთა 54%-ს სესხი აქვს, საიდანაც 68% საბანკოა

5d809c8c9f35e
ლიკა გურაბანიძე
17.09.19 12:46
877
NDI-მ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, სესხი გამოკითხულთა 54%-ს აქვს, საიდანაც 68% საბანკოა და აქედან, სესხის ყოველთვიურ შენატანებს 71% დროულად ფარავს, 24% ზოგჯერ ვადებში ვერ ასწრებს პროცენტის გადახდას, 5% კი ამ ვადებს დროულად ვერასდროს ფარავს. რაც შეეხება სხვა წყაროებს გამოკითხულთა 16% სესხს ოჯახის წევრებისგან ან მეგობრებისგან იღებს.

რესპონდენტების 72%-ს არ სჯერა, რომ კომერციული ბანკები მათ საკრედიტო პროდუქტებს კარგი პირობებით შესთავაზებენ, ხოლო 18%-ს სჯერა. თბილისში გამოკითხულთა 77%-ს არ სჯერა, რომ  კომერციული ბანკები მათ საკრედიტო პროდუქტებს კარგი პირობებით შესთავაზებენ.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-29 ივლისს ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 2,131 დასრულებული ინტერვიუ (41% გამოპასუხება) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.