17.სექტემბერი .2019 13:40

NDI: გამოკითხულთა 59% საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ნაწილობრივ დადებითად აფასებს

views 140
უკან

NDI-მ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64% საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს, ხოლო 34% -არა. 59% საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ნაწილობრივ დადებითად აფასებს, ხოლო 10% ნაწილობრივ უარყოფითად.

 64%-დან(ვინც საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობს) 48% საყოველთაო ჯანდაცვის იმ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობს, რომელიც მისი სამედიცინო ხარჯების ძირითად ნაწილს ფარავს.

გამოკითხულთა 61% სამედიცინო დიაგნოზს ნაწილობრივ ენდობა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-29 ივლისს ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 2,131 დასრულებული ინტერვიუ (41% გამოპასუხება) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა