17.სექტემბერი .2019 10:46

NDI: გამოკითხულთა ნახევარის თქმით, ბოლო 6 თვეში ჰქონია შემთხვევა, როცა კომუნალურები ვერ გადაიხადა

views 222
უკან

NDI-მ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა;

როგორც ინსტიტუტი აღნიშნავს, მნიშვნელოვანი კორელაციაა ქვეყნის მიმართულების შეფასებასა და დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლით კურსს შორის.

ამასთან, ბოლო კვლევაში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი უკმაყოფილება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ; მთავარი ეროვნული საკითხები ეკონომიკას უკავშირდება: სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და ინფლაცია, სიღარიბე; მოსახლეობის მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ მათი მშობლების თაობასთან შედარებით უკეთ ცხოვრობს; მოსახლეობის თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა; მოსახლეობის ნახევარის თქმით, ბოლო 6 თვეში ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო კომუნალური გადასახადების დაფარვა ვერ მოახერხა.




საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-29 ივლისს ჩატარადა, რომლის ფარგლებშიც 2,131 დასრულებული ინტერვიუ (41% გამოპასუხება) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.