მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ არც პანდემიამდე მუშაობდა და არც - ახლა

6059a2fd5237a
ინგა მურუსიძე
23.03.21 12:18
775
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამდე არ მუშაობდა და კვლავ უმუშევარია.

NDI-მ რესპოდენტებს დაუსვა კითხვა -  "საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, ჩამონათვალიდან რა შეესაბამება თქვენს  მდგომარეობას", გამოკითხულთა 27% ამბობს, რომ არ დაუკარგავს სამსახური და არც შემოსავალი შემცირებია.

კვლევის თანახმადვე, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ სამსახური დაკარგა და კვლავ უმუშევარია; 12% ამბობს, რომ არ დაუკარგავს სამსახური, თუმცა შემოსავალი შეუმცირდა, 3% კი ამბობს, რომ სამსახური დაკარგა, თუმცა სხვა დაიწყო, 1%-ის თქმით კი კორონავირუსის პანდემიამდე არ მუშაობდა და ახლა დასაქმებულია.



გარდა ამისა, კვლევის თანახმად, 2020 წლის ივნისში გამოკითხულთა 17% ამბობდა, რომ უმუშევარი იყო, ხოლო 2021 წლის თებერვალში ამას 22% ამბობს.



ინფორმაციისთვის: კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.