მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: გიორგი გახარიას საქმიანობას დადებითად 46% აფასებს, პრეზიდენტისას - 14%

600e8df74fba8
შოთა ტყეშელაშვილი
25.01.21 13:25
2952
აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევის პოლიტიკური ნაწილის მიხედვით, გამოკითხულთა 46% გიორგი გახარიას საქმიანობას დადებითად აფასებს, 32% საშუალოდ, 17% კი - ცუდად. 

განსხვავებულია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასება, რომლის საქმიანობასაც დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 14% აფასებს. 

ამასთან, ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კარგად მხოლოდ 18% აფასებს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის კი, გახარიას საქმიანობის დადებითი შეფასება 78%-ია.

სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას ოპოზიციის მხარდამჭერების 4% აფასებს დადებითად, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების კი - 30%. 



NDI-ის ინფორმაციით, COVID-19-ის პანდემიის გამო, ეს კვლევა სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით ჩატარდა. 

საველე სამუშაოების პერიოდი : 17-24 დეკემბერი, 2020; 2,053 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1%.