მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI-ის კვლევა: გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს

5d83287dc204a
დავით ჯალაღონია
19.09.19 11:02
974
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 60% მთავრობის საქმიანობას "ცუდად" აფასებას.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი გაზრდილია. კერძოდ, 2018 წლის დეკემბერში მთავრობის საქმიანობას ცუდად გამოკითხულთა 48% აფასებდა, 2019 წლის აპრილში კი – 56%.

დადებითად კი მთავრობის საქმიანობას რესპონდენტების 32% აფასებს და ეს მაჩვენებელი წინა კვლევებთან შედარებით ასევე გაუარესებულია.

აღნიშნული კვლევა მიმდინარე წლის 13-29 ივლისს ჩატარდა და მის ფარგლებში 2 131 რესპონდენტი გამოიკითხა.