17.სექტემბერი .2019 13:40

NDI: ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდ პრობლემად წამლების ფასი სახელდება

views 138
უკან

NDI-მ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით გამოკითხულთა 58% ნაწილობრივ კმაყოფილია, 16% ნაწილობრივ უკმაყოფილო, 13% ძალიან კმაყოფილი, ხოლო 9% ძალიან უკმაყოფილო. 54% სამედიცინო დაწესებულებებს ნაწილობრივ ენდობა.

კვლევაში გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ ამჟამად ჯანდაცვის სისტემაში არსებული ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია, ხოლო 24%-ს მიაჩნია, რომ პრობლემა ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა.

გამოკითხულთა 54%-ს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არ აქვს, ხოლო 50% ამბობს, რომ გასული წლის განმავლობაში იყო შემთხვევა, როცა წამალი უსახსრობის გამო ვერ იყიდა. 90%-სთვის სამედიცინო დაწესებულება  მისაწვდომია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-29 ივლისს ჩატრადა, რომლის ფარგლებშიც 2,131 დასრულებული ინტერვიუ (41% გამოპასუხება) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა