მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: ლიდერების საქმიანობის შეფასებაში კახა კალაძე ლიდერობს

5d83569424432
ელენე გოგბერაშვილი
19.09.19 14:20
1242
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 60% მთავრობის საქმიანობას “ცუდად” აფასებას.

ამავე კვლევის თანახმად, პრემიერ- მინისტრის, პრეზიდენტის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასება იზრდება.

თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას კვლავაც უმეტესად დადებითად აფასებენ.

გამოკითხულთა 34% თბილისის მერის საქმიანობას კარგად აფასებს, 10%-კი ცუდად. პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის საქმიანობა კარგად გამოკითხულთა 12%-მა შეაფასა, 21%-მა კი - ცუდად.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა კარგად შეფასებულია გამოკითხულთა 11%-ის მიერ, 28% კი პრეზიდენტის საქმიანობას ცუდ შეფასებას აძლევს.

პარალემენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საქმიანობა კარგად შეფასებულია 9%-ს მიერ, 16% კი თალაკვაძის საქმიანობას „ცუდად“ აფასებს.