მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს

5e1f52540a5e9
BM.GE
16.01.20 09:15
755
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას დღეს 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები. დღესვე, კვლევის შედეგები სრულად გამოქვეყნდება (პოლიტიკური ნაწილის ჩათვლით).

კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“.  კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.